|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას უნდა მოერიდოთ ვაქცინაციის შემდეგ -ექიმის განმარტება

ვაქცინაციიდან რამდენიმე დღის შემდგომ, ნუ მიეძალებიან დიდი რაოდენობით კენკროვან ხილს, ციტრუსებს, ალკოჰოლს, რათა არ მოხდეს ზედდება ალერგიული რეაქციების,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„თუ ადამიანი ვაქცინაციის შემდგომ საგაზაფხულო ალერგიულ პროდუქტს დიდი რაოდენობით მიირთმევს და ალერგიული პროცესის პროვოცირებას ამით ხელს შეუწყობს, გაუჭირდება ექიმს იმის განსაზღვრა ეს კვებისმიერი რეაქციაა თუ ვაქცინისმიერი. ამიტომ, ვაქცინაციიდან რამდენიმე დღის შემდგომ, ნუ მიეძალებიან დიდი რაოდენობით კენკროვან ხილს, ციტრუსებს, ალკოჰოლს, რათა არ მოხდეს ზედდება ალერგიული რეაქციების, თორემ ეს ვაქცინასთან არანაირი წინაღობა არ არის. 

იგივე ეხება მზესა და სოლარიუმს. არც ისე იშვიათად, არიან პაციენტები, რომელთაც მზეზე ექსპოზიციიდან რამდენიმე საათში გამონაყარი ეწყებათ. ვაქცინაციის შემდეგ მზეზე მიფიცხება ამიტომ არ მიმაჩნია სწორად, რომ აქაც ზედდება არ მოხდეს“, – განმარტა ბიძინა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა რამდენიმე დასახელების ვაქცინითაა შესაძლებელი, თუმცა მათ შოროს პფაიზერით და ასტრა-ზენეკათი, რასაც ჩინური ვაქცინები დაემატა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა