|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

რატომ არ უნდა შტანგისტობა თეა წულუკიანს?

"მე ვარ ფემინისტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შტანგისტობა, ან ძიუდოისტობა მინდოდეს,"–ეს განცხადება ერთ–ერთ შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა. მის განცხადებას გამოხმაურების გარეშე არ ჩაუვლია და მინისტრი პროფესიების გენდერულად დაყოფაში დაადანაშაულეს.

წულუკიანს ვრცელი პოსტი მიუძღვნა უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომლის შვილიც ერთადერთი წარმატებული შტანგისტი გოგონაა ქვეყანაში. ლორთქიფანიძემ მინისტრს ქართველი ოლიმპიელი გოგონების წარმატება შეახსენა.

"თეა წულუკიანმა, ფემინისტი ვარო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს შტანგისტობა ან ძიუდოისტობა მინდოდესო(!!) თეა, ძვირფასო, ვიცი კლდეზე ცოცვა შენი ჰობია და ალპინიზმში შედეგები კარგი გაქვს. ხო და მინდა გკითხო, რა დაგიშავა ამ შტანგისტმა გოგონამ, რომელიც ახლა სურათიდან შემოგცქერის შენ, ქვეყნის სამართლიანობის მინისტრს და რომლისთვისაც ზოგადად ყველანაირი "იზმი" მიუღებელია, ხოლო წარმატება თავის სფეროში, ქვეყნისთვისაა მიძღვნილი ... ნუთუ, ფემინისტი ქალბატონი მინისტრი, აქცენტს უნდა აკეთებდე ზღვარზე, რომელიც ქალის პროფესიისა თუ გატაცების არჩევანს შეეხება. კლედზე ცოცვა მოსულა და შტანგის აწევა არა?! ქალებისთვის, მხოლოდ თანამდებობებისთვის და ქვოტებისთვის მოსულა ბრძოლა და სპორტში, მიუხედავად სახეობისა და წარმატებისა, არა?! ცალკე ძიუდოისტებზე აღარაფერს ვამბობ.. ალბათ, არც გახსოვს ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გოგონების არსებობის შესახებ, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ბევრი ვაჟისთვის სამაგალითონი გახდნენ! გულწრფელად ვწუხვარ!"–წერს ლორთქიფანიძე.

პოსტს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოყვა. მოქალაქეებმა მინისტრი შერჩევით სამართალსა და ფემინიზმის მნიშვნელობის არასწორ ცოდნაში დაადანაშაულეს.

 

      

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 46.55%
არა - 45.05%
არ იცი - 8.41%
სულ - 333 ხმა