|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა პრინციპებზე არ თქვა უარი ანა მიქელაძემ? - ცესკოს პრესსპიკერი პოსტს ტოვებს

ყოველთვის ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი, შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში,  - წერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი პრესსპიკერი ანა მიქელაძე.

მისივე ინფორმაციით,  დღეიდან უკვე ოფიციალურად აღარ იქნება ცესკოს თანამშრომელი.

"ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რაღა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი, შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში.

მადლობა მინდა გადავუხადო თანამშრომლობისთვის ჩემს თითოეულ კოლეგას, პარტნიორს, ჟურნალისტს, ადამიანებს, რომლებთანაც მაკავშირებს მრავალი წლის საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობა”, - წერს მიქელაძე სოციალურ ქსელში.

 ცნობისთვის, ცესკოს პრესპიკერმა მოვალეობის შესრულებაზე უარი საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების პერიოდში თქვა.

ავტორი: ნიუპრესი