|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ მოხსნეს ქუთაისის საბავშვო ბაღებში წყლის მრიცხველები?

ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლის გადადების ერთ–ერთი მიზეზი ფილიალებში წყალმომარაგების მხრივ არსებული ხარვეზებია.  როგორც "ნიუპრესს"  აცნობეს, ბაღებში სწავლის დასრულების შემდეგ ყველა ფილიალში მოიხსნა წყლის მრიცხველი, რომელიც ამ დრომდე დამონტაჟებული არ არის. ამის გამო ამ დრომდე ფილიალებში რთული მდგომარეობაა, რადგან  არ მიეწოდებათ წყალი.  "ნიუპრესის"ინფორმაციით, მთელი ზაფხულის განმავლობაში ბაღის თანამშრომლები, რომლებთაც სამსახურში მისვლა უხდებოდთ, წყალს სახლიდან ეზიდებოდნენ.

ბაღებში მრიცხველები რომ მოიხსნა, ადასტურებს ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე მაკა ნაცვლიშვილი. მისი განცხადებით, მრიცხველების მოხსნის  მიზეზი მაღალი გადასახადები აღმოჩნდა.

"ბოლო სამი თვის განმავლობაში ძალიან მაღალი გადასახადები მოგვდიოდა. შეუძლებელი იყო ამ რაოდენობის წყალი დაგვეხარჯა, ამიტომ მოვითხოვეთ მრიცხველების შემოწმება. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა მრიცხველი დაზიანებული იყო, მხოლოდ 5 მრიცხველი არმოჩნდა, რომელიც გამართულად მუშაობდა. მოვითხოვეთ გამოცვლა, გამოვაცხადეთ ტენდერი, გამარჯვებულმა კომპანიამ 2 კვირის განმავლობაში უნდა მოახდინოს ახალი მრიცხველების დაყენება, იქამდე კი დროებით მრიცხველებს დავამონტაჟებთ, რომ ბავშვებს პრობლემები არ შეექმნათ",–განაცხადა მაკა ნაცვლიშვილმა.

რა მდგომარეობაა საბავშვო ბაღებში და რა ცვლილებებია ახალ სასწავლო პროგრამაში, აღნიშნული შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხილეთ 'ახალი გაზეთის" ორშაბათის ნომერში.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა