|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ უნდა შევიძინოთ ქოთანში ჩარგული ნაძვის ხე?

 ცოტნე გამსახურდია ნაძვის ხეების მოჭრის საწინააღმდეგო კამპანიას უერთდება და ამისაკენ სხვებსაც მოუწოდებს. ყოფილი პოლიტპატიმარი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის ახალი წლისათვის ქოთანში ჩარგულ ნაძვის ხეს ამჯობინებს, რომელსაც შემდეგ ეზოში გადარგავს ხოლმე.

"შეუერთდით... მე, მაგალითად, ქოთანში დარგულ ცოცხალ ნაძვს ვყიდულობდი ხოლმე, მერე გადავრგავდი ეზოში. ახლაც მაქვს ორი ჯიშიანი ნაძვუკა - სოჭი და ცისფერი "ბრელოკი", და მერე მივუჩენ ადგილს. სპეციალურად ქოთანში,  ვისაც ეზო არ გაქვთ, თქვენ სახელზე შეგიძლიათ ქალაქში დარგოთ, ოღონდ ზამთარში, რომ გაიხაროს",- წერს გამსახურდია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ნაძვის ხეების დაცვის კამპანია სოციალურ ქსელებში გააქტიურდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა