|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტომობილები ტროტუარზე და ქვეითი საგზაო მონაკვეთზე

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, ქვეითებისათვის გათვალისწინებული ადგილი, უკვე დიდი ხანია მანქანებს აქვს დაკავებული, რაც ქვეითად მოსიარულეებისათვის საფრთხის შემცველია. ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნულ ტროტუარზე  გავლა შეუძლებელია. ისინი იძულებული ხდებიან საგზაო მონაკვეთზე გადავიდნენ. როგორც მოქალაქე ქეთევან ძოძუაშვილმა "ნიუპრესს" განუცხადა, ტროტუარი დღის განმავლობაში მანქანებით არის გადატვირთული.

"ხშირად მიწევს ამ ტერიტორიაზე გადადგილება, ტროტუარი დღის განმავლობაში სულ მანქანებით არის გადატვირთული, რის გამოც  გავლა შეუძლებელია და იძულებული ვხდებით ტრასაზე გადავიდეთ. რომელიც სახიფათოა ქვეითად მოსიარულეთათვის. მითუმეტეს, რომ ირგვლივ სკოლებია და  ბავშვებსაც უწევთ გადაადგილება. ვიდრე ვინმე შეეწირება ამ ადგილს, მანამდე უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა და ქვეთად მოსიარულეებმა გავიაროთ ტროტუარზე. მიკვირს, ხშირად პარკინგის ადგილი ცარიელია, ეს მონაკვეთი კი მანქანებითაა სავსე",- აღნიშნა ქეთევან ძოძუაშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკაავშირებით "ნიუპრესი" ქუთაისის "პარკინგსერვისის" დირექტორს ირაკლი სარიშვილს გაესაუბრა. სარიშვილის განცხადბით,  ქვეითებისათვის გათვალისწინებულ ადგილეზე პარკირება არაკანონიერია, თუმცა მათი დაჯარიმება ამ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის კომპეტენციაა.

 "სამოქალაქო პროტესტი მეც გამიჩნდა, რა თქმა უნდა, არაკანონიერია ქვეითებისათვის გათვალისწინებულ ადგილზე პარკირება. რეაგირება ამ შემთხვევაში ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, თუმცა არ გამოვრიცხავთ, მომავალში მაგ კუთხით ადმინისტრირება ჩვენ განვახორციელოთ",- აღნიშნა სარიშვილმა.
შსს–ს პრესსამსახურში აცხადებენ,  რომ საპატრულო პოლიცია ქვეითებისათვის გათვალისწინებულ ადგილზე დაპარკინგებულ მანქანას დანახვისთანავე აჯარიმებს, ასევე რეაგირებას გამოძახებისთანავე ახდენს. თუმცა მოქალაქეების თქმით, საპატრულო პოლიცია აღნიშნულ ქუჩაზე გადაადგილებისას ტროტუარზე გაჩერებული მანქანის მფლობელებს არ აჯარიმებს და მათ არც გაფრთხილება ეძლევათ.
 
 
 
 
 
 
 
 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა