|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რაჭაში კლდის ჩამოშლის გამო საავტომობილო გზა დაიკეტა

რაჭაში, ამბროლაურისა და ონის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის ნაწილი გადაკეტილია. ქუთაისი-ალპანა-მამისონის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის ჩამოიშალა დიდი მოცულობის კლდე გუშინ გვიან ღამით ჩამოიშალა, რის გამოც საგზაო მიმოსვლა ორმხრივად დაკეტილია.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, გაწმენდითი სამუშაოები ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და დილიდან განახლდება. მათივე თქმით, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ ექნება, რადგან ცენტრალური მაგისტრალის გახსნამდე მათ ალტერნატიული გზით სარგებლობა შეეძლებათ. მიმოსვლა შესძლებელია შარდომეთი -ახალი ჩორდი-ზუდალის გავლით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა