|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რაჭაში მოსახლეობა მანგანუმის მოპოვების დაწყებას აპროტესტებს

რაჭაში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების მიზნით, 150 ჰექტარი ტერიტორიის გადათხრის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან.

რაჭველები ამბობენ, რომ მანგანუმის მოპოვების დაწყების შემდეგ, ისტორიული სოფელი ნასახლარებად გადაიქცევა, შეიცვლება კლიმატი და დაბინძურდება ჰაერი.

შქმერელებს მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტებიც შეუერთდნენ.  ადგილობრივებმა ეკლესიაში დაიფიცეს, რომ შქმერს ბოლომდე დაიცავენ.

როგორც ცნობილია, სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ შქმერის მიმდებარე ტერიტორიაზე მანგანუმის შესწავლა-მოპოვების მიზნით 10 წლის ვადით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გასცა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა