|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რაჭაში, სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქების ნაწილი უკვე გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციის სამსახურის წარმომადგენლებმა რაჭაში, სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქების ნაწილი უკვე გამოიყვანეს.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სამაშველო ოპერაცია სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში დილიდან განახლდა. ვერტმფრენებით რეისები სტიქიის ზონაში მოქალაქეთა გამოსაყვანად დღის განმავლობაში სავარაუდოდ კიდევ შესრულდება.

როგორიც სტიქიის ზონიდან გამოსულმა მოქალაქეებმა განაცხადეს, ადგილზე საკვების, წყლისა და მედიკამენტების მარაგის მხრივ პრობლემები არ შექმნიათ და ამ დროისთვის თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. პარალელურად ონის მუნიციპალიტეტის მერიაში პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი შტაბის სხდომა მიმდინარეობს, სადაც სტიქიის მიერ გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად მსჯელობენ

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა