|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რაჭაში, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში დროებითი გზების მოწყობა მიმდინარეობს

ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 127-ე კმ-დან 500 მეტრში, დროებითი გზა მოეწყო და გზის ჩამოშლილი მონაკვეთი გაიხსნა. ინფორმაციას  საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით,  უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა 7 სოფელთან. ჯერჯერობით, 5 სოფელი რჩება სამანქანო გზის გარეშე და მიმდინარეობს სამუშაოები დროებითი გზების მოსაწყობად.

სოფლების ნაწილთან კავშირი ხორციელდება დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით.

ონის მუნიციპალიტეტში, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად და ეწყობა დროებითი გადასასვლელები, რათა საავტომობილო მოძრაობა გახდეს შესაძლებელი.

რაჭაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მე-5 დღეა გრძელდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა