|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რაზე გავამახვილოთ ყურადღება სათამაშოების შერჩევისას?

სათამაშოს შერჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო საკითხია, რადგან მას ბავშვის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. არსებობს რიგი კრიტერიუმები, რომელზეც სათამაშოს შერჩევისას ყურადღება უნდა გაამახვილოთ. მარტივი წესების ცოდნა დაგეხმარებათ ისეთი სათამაშოების შერჩევაში, რომლებიც ბავშვს ფიზიკურ და მენტალურ სარგებელს მოუტანს. 

ბავშვის ასაკი 

ყველა ასაკში ბავშვს შესაბამისი საჭიროებები გააჩნია, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია. მაგალითად, მარტივი სასწავლო ობიექტები ერთ წლამდე ასაკის ჩვილებისთვის უფრო შესაფერისია: სხვადასხვა ფერის და ზომის კუბები, პირამიდები, რბილი ჩანართები, მარტივი მუსიკალური ინსტრუმენტები. ამ ასაკში ზედმეტად კაშკაშა სათამაშოს ყიდვა საჭირო არ არის. 

სამი წლის ასაკიდან სათამაშო ინვენტარი უნდა გაფართოვდეს: გააცანით ბავშვს სხვადასხვა თავსატეხი, სამშენებლო კომპლექტები, კრეატიული ნივთები (პლასტელინი, საღებავები).

სკოლამდელ ბავშვებში (3-4 წლიდან) აუცილებელია როლური თამაშებისადმი ინტერესის გაღვივება, რაშიც ცხოველების ფიგურები, თოჯინები და საყოფაცხოვრებო სათამაშოები დაგეხმარებათ. ასეთი თამაშები ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას უწყობს ხელს

ინტერესები

იმისთვის, რომ თამაში სახალისო იყოს მნიშვნელოვანია განსაზღვროთ ბავშვის ჰობი. მშობლებს ხშირად სურთ ბავშვს საკუთარი მისწრაფებები ჩაუნერგონ. მაგალითად ცდილობენ მას ინტერესი გაუღვიძონ მუსიკის მიმართ, მიუხედავად იმისა რომ გარკვეულ ეტაპზე უბრალო მანქანით თამაში ბევრად უფრო სასარგებლოა. მნიშვნელოვანია დაიცვათ ბალანსი. ფრთხილად და დელიკატურად შესთავაზეთ ბავშვს რაიმე სიახლე ისე, რომ მისი საყვარელი საქმიანობა არ შეზღუდოთ. 

მასალები

ყურადღება მიაქციეთ სათამაშოს მასალას. მაგალითად, იაფი რეზინის და პლასტმასის თოჯინები შესაძლოა შეიცავდეს ფენოლს. ამიტომ უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ ბუნებრივ მასალებს: ხეს, ქსოვილს, ნატურალურ რეზინს. შეეხეთ სათამაშოს შეძენამდე. დააკვირდით რას გრძნობთ და ამის შემდეგ განსაჯეთ თუ რამდენად აღძრავს სათამაშო ინტერესს. 

უსაფრთხოება

სათამაშოს არ უნდა ჰქონდეს ამობურცული, ბასრი ელემენტები, რამაც შესაძლოა დაზიანება გამოიწვიოს. ყველა ნაწილი კარგად უნდა იყოს დაცული და არ ჰქონდეს წებოს/ქიმიკატების სუნი. 

მრავალფეროვანი სათამაშოები ლილოშოპზე

გახსოვდეთ! სასარგებლო სათამაშომ არა მხოლოდ უნდა ასიამოვნოს ბავშვს, არამედ ხელი უნდა შეუწყოს მისი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ტვინის განვითარების სტიმულირებას, ფანტაზიისა და წარმოსახვის განვითარებას. 

თუ ბავშვისთვის სათამაშოს შეძენა გსურთ და დრო ფიზიკურად არ გაქვთ მრავალფეროვან პროდუქტებს ლილოშოპზე იპოვით. ყველაზე დიდ ონლაინ პლატფორმაზე წარმოდგენილია სათამაშოები მთელი ოჯახისთვის.

ლილოშოპზე, თბილისის მასშტაბით, უფასო მიწოდების სერვისი მოქმედებს. შესაბამისად, რუტინის დარღვევის გარეშე, მარტივად და კომფორტულად შოპინგს შეძლებთ. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა