|
  • EUR 1 = GEL 3.4593
  • USD 1 = GEL 3.0624
|

რეგიონული ინიციატივების ცენტრმა „ნათელი მომავალი“ 9-წლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა

ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში რეგიონული ინიციატივების ცენტრმა „ნათელი მომავალი“ 9 წლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა.  ორგანიზაციის დამფუძნებლისა  და პროექტის მენეჯერის მარიკა ვაჭარაძის განცხადებით,  რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებს, ნაკლებათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ფართო საზოგადოებას პერიოდულად განვლილი მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინონ, თუმცა გამჭვირვალობის და ხილვადობის გაზრდას ორგანიზაციების სხვადასხვა ხერხით ცდილობენ. 

მისი თქმით, ორგანიზაციამ მოსახლეობის საჭიროებები გამოიკითხვა და მის შესახებ ანგარიში მოამზადა. გამოკითხვაში 1000-მდე ადგილობრივი იყო ჩართული იმერეთის მაშტაბით, რომელმაც რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი მოიცვა.

"ორგანიზაციის ხილვადობის გაზრდას სხვადასხვა ხერხებით, ძირითადად, პირადი კონტაქტების საშუალებით ვახერხებთ.  ორგანიზაციების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის, მოსახლეობისთვის ძირითადად განხორციელებული პროექტების ფარგლებში ხდება. აღნიშნული პროექტი ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდას ემსახურება, რაც პარალელურად ხელს შეუწყობს რეგიონის დონეზე ცნობადობის გაზრდასაც“, -აღნიშნა ვაჭარაძემ.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 55.81%
უარყოფითად - 39.53%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.65%
სულ - 43 ხმა