|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს ირაკლი ქარსელაძე შეცვლის

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

ირაკლი ქარსელაძე ამ დრომდე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

2014 წლიდან, მუშაობდა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და  შვილობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, ამავდროულად იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის  მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

2012 წლიდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში იკავებდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას.

უფრო ადრე კი მუშაობდა „ქართუ ჯგუფი“-ს საერთაშორისო შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებზე. 

 ცნობისთვის, ირაკლი ქარსელაძე ქუთაისიდანაა. 

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ პოსტი დატოვა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმაც.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა