|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეზო გაბრიაძე ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა

ლიტერატურული პრემიის "საბა 2018" წლის ღონისძიებაზე სპეციალური ნომინაცია გამოცხადდა და ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილსითვის რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე დაჯილდოვდა.

 დაჯილდოების ცერემონია ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, ქალაქის მერიის ისტორიულ შენობაში გაიმართა.

 

გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში, მათ შორის საუკეთესო რომანის ნომინაციაში იყვნენ:

  1. გურამ ბათიაშვილი, „ელიგულა და კავა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. მარი ბექაური, „ანას მომენტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  3. ლაშა ბუღაძე, „პატარა ქვეყანა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) – გამარჯვებული
  4. დავით გაბუნია „დაშლა“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)
  5. თამარ თანდაშვილი, „მატერიკონი“ (გამომცემლობა „სიესტა“)

საუკეთესო პოეტური კრებული

  1. გიორგი არაბული, „გვრინი“(გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. სოსო მეშველიანი, Arboles Altos (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  3. ზურაბ რთველიაშვილი, „პოეზიის დიქტატურა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) – გამარჯვებული
  4. პაატა შამუგია, „დედა ენა“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)
  5. ბელა ჩეკურიშვილი, „სიშიშვლის დეტექტორი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

საუკეთესო პროზაული კრებული

  1. თეონა დოლენჯაშვილი, „პერსონალური ქრისტე“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. ლევან მუსხელიშვილი, „მოკლე მოთხრობები“ (გამომცემლობა „სეზანი“) – გამარჯვებული

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

  1. საბა ლეკვეიშვილი (მთარგმნელი) – რეიჩელ კონი, დევიდ ლევითანი „ნიკის და ნორას უსასრულო ფლეილისტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  2. გაბრიელ ტანიე, „ქანაანის შვილები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  3. ზურა ჯიშკარიანი, „საღეჭი განთიადები: უშაქროდ“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) – გამარჯვებული

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

  1. სოსო მეშველიანი, „ქუნარეშ“(გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. ირმა ტაველიძე, „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ (გამომცემლობა „დიოგენე“) – გამარჯვებული
  3. მარინა ქარცივაძე, Modus Vivendi  (გამომცემლობა „ქოლგა“)

საუკეთესო ქართული თარგმანი

  1. დავით წერედიანი – გოეთეს “ფაუსტი” (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”) – გამარჯვებული
  2. ნანა ტონია – ევრიპიდეს “მედეა” და “ჰიპოლიტოსი”
  3. მანანა ანთაძე – უილიამ შექსპირის “ტრაგედიები” (გამომცემლობა “კენტავრი”)
  4. ია ქვაჩახია – ჯუმფა ლაჰირის “უცხო მიწა” (გამომცემლობა “პალიტრა L”)
     
  5. მედეა ზაალიშვილი – “თარგმანები” (გამომცემლობა “არტანუჯი”)
  6. რუსუდან ჩილაჩავა – იური ანდრუხოვიჩის “მოსკოვიადა” (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”)
  7. ლანა კალანდია – მარიო ვარგას ლიოსას “ქალაქი და ძაღლები” (გამომცემლობა “ინტელექტი”)
  8. ანა კორძაია-სამადაშვილი – ინგებორგ ბახმანის “მალინა” (“ქარჩხაძის გამომცემლობა”)
  9. მერაბ ფიფია – მარგერიტ იურსენარის “ადრიანეს მოგონებები” (“ქარჩხაძის გამომცემლობა”)
  10. დავით კაკაბაძე – იურეკ ბეკერის “მატყუარა იაკობი” (გამომცემლობა “ინტელექტი”)
  11. ლელა ფიროსმანაშვილი – უილიამ ბეროუზის “შიშველი საუზმე” (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”)
  12. მაია ბადრიძე – ვ.გ. ზებალდის “ემიგრანტები” (გამომცემლობა “დიოგენე”)

შემდეგ 4 ნომინაციაში კი გამარჯვებულები, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდნენ. ესენი არიან:

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი

  1. ეკატერინე ტეტი და დენგი – რეზო ჭეიშვილის “ცისფერი მთების” გერმანული თარგმანისთვის

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა

  1. გერმანელი ჟურნალისტი და რედაქტორი ტილმან შპრეკელსენი

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა

  1. გერმანული გამომცემლობა mitteldeutscher verlag

პრემია ქართულ–გერმანული ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის

  1. ნინო ხარატიშვილი

ლიტერატურული პრემიის ნომინატენი 5 წევრიანი  ჟიურის მიერ გამოვლინდა.  ჟიურის წევრები იყვნენ მთარგმნელი ლელა დუმბაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, რეჟისორი და სცენარისტი ქეთი დევდარიანი, მსახიობი ნინო კასრაძე და ფოლკლორისტი და ლიტერატორი ზურაბ კიკნაძე.

 

 

netgazeti.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა