|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეზო ჭეიშვილს ქუთაისის მწერალთა პანთეონში დაკრძალავენ

მწერალ რეზო ჭეიშვილს  სურვილისამებრ ქუთაისში, მწვანეყვავილაზე დაკრძალავენ. ამის შესახებ, "ნიუპრესს" მწერლის მეგობარმა გიზო თავაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მწერლის დაკრძალვასთან დაკავშირებით შეხვედრა ქალაქის ხელმძღვანელობასთან მიმდინარეობს. სამშაბათს, რეზო ჭეიშვილის ცხედარს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. იქედან კი  მწერალთა პანთეონში დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რეზო ჭეიშვილი  82 წლის ასაკში  გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მწერალმა საკუთარი ქალაქის ქუჩებში გაისეირნა. რეზო ჭეიშვილს მძიმედ და ხანგრძლივად არ უავადმყოფია.

მისი დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია დაფარავს. მერიაში შექმნილია კომისია, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ქალაქის მერი, იმერეთის გუბერნატორი, კულტურის სამსახურის უფროსი, საზოგადეობა "ბაღის კიდისა" და საზოგადეობა "ქუთაისელის" წარმოამდგენლები, ასევე რადენიმე მწერალი. 

მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია კინოსურათები. ერთ-ერთ მათგანს, "ცისფერ მთებს" 1984 წელს მიენიჭა (სცენარისტს, დამდგმელ რეჟისორს, ოპერატორს და სხვა) საპჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია; რეზო ჭეიშვილმა  2012 წელს მიიღი პრემია საბა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა