|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში ბიზნეს ფორუმი გაიმართა

წყალტუბოს პოპულარიზაციის, მისი ტურისტული პოტენციალის გამოყენებისა და გასახვისებელი ობიექტებით ბიზნესნმენების დაინტერესების მიზნით იმერეთის გუბერნატორის ადმინისტაციისა და წყალტუბოს თვითმმართველობის ინიციატივით   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ღია კარის დღე მოეწყო.

 ,,განახლებული ობიექტების ფუნქციური დატვირთვის მიზნით, ვგეგმავთ ცენტრალური პარკის ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით იჯარით გაცემას. გვინდა, კონკრეტული ობიექტებისა და თავისუფალი მიწის ნაკვეთების შესახებ კონკრეტული ინფორმაციები მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ პირს, შევქმნათ ყველა პირობა ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესმენებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად’’,- განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა.

შეხვედრაზე მყოფი ბიზნესმენების ინტერესი გამოიწვია ცალკეული ობიექტისა და თავისუფალი ნაკვეთის გასხვისების თანხების ოდენობამ და პირობებმა: ,,ვფიქრობ, აუცილებლად ვითანამშრომლებ მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურთან და მივიღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას",- აღნიშნა ღია კარის დღის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაინტერსებულ პირებს ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მსუბუქი კონსტრუქციის შენობების განთავსების, საბავშვო ატრაქციონების მოწყობის, ნაყინის, გამაგრილებელი და გაზიანი სასმელებისა და ლუდის ჩამოსასხმელი აპარატების დადეგმის, ასევე საქორწინო ცერემონიის, ხელმოწერის რიტუალის შესაბამისი მსუბუქი კონსტრუქციის შენობის განთავსების იდეები შესთავაზა და განუმარტა, რომ გასასხვისებელ ობიექტთა შორის არის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, ღია კაფე-ბარი-398,0 კვ.მ. ჩოგბურთის მოედანი (კორტები), გასახდელი, მინი გოლფის მოედანი, დეკორატიული აუზები, პიქსელები, საპირფარეშო, რომელთა გასხვისება იჯარითა და აუქციონის წესით 5-10 წლის ვადით იგეგმება.

ავტორი: ხატია ბანძელაძე