|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო ხდება

ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდება,  - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს, შტაბი კი გადაწყვეტილებას დაამუშავებს და განკარგულებაში ცვლილებები შევა.

"მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება იგივე დახურულ სივრცეშიც აღარ მიმდინარეობს, დღეს გადაწყვეტილება იქნა, რომ იგივე ღია სივრცეებში დაწესდეს. პირბადესთან მიმართებაში ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ღია სივრცეებში, სადაც იკრიბება გარკვეული ადამიანი, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება, დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის და შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და ალბათ, განკარგულებაში შესაბამისი ცვლილებები შევა",- თქვა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, 22 ივნისიდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა. მაშინ ითქვა, რომ პირბადის ტარება მხოლოდ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში იქნებოდა სავალდებულო. 

ავტორი: ნიუპრესი