რიკოთის გზაზე 2 ახალი გვირაბი გაიჭრა
რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთზე 2 ახალი გვირაბი გაიჭრა.
ახალი გვირაბები სოფელ უბისასთან და განთიადთან გაიჭრა, მათი სიგრძე 346.5 მეტრი და 223 მეტრია.
მთავრობის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში 51.6 კმ-მდე სიგრძის გზა აშენდება, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ამ ეტაპზე უკვე სამშენებლო სამუშაოები 30 გვირაბსა და 39 ხიდზე მიმდინარეობს.
რიკოთის საუღელტეხილო გზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მანძილს შეამცირებს 30 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის ავტომობილით გავლას სჭირდება დაახლოებით 8 საათი, სამომავლოდ ეს დრო 4-4.5 საათამდე შემცირდება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა