|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე ნგრევისას სამი მუშა დაშავდა

რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე სამუშაო ობიექტი ჩამოინგრა და გავრცელებული ინფორმაციოთ, სამი მუშა მოიყოლა. ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს. მათივე ცნობით, ორი მუშა მსუბუქად დაშავდა, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა.

"დღეს დილით, რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელსაც ჩინური კომპანია აწარმოებს, სამუშაო ობიექტი ჩამოინგრა. ნგრევაში სამი დასაქმებული მოჰყვა, მათგან ორი მსუბუქად დაშავდა ხოლი ერთი მუშის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებულები ქუთაისის რეფერარულ საავადმყოფოში გადიან მკურნალობას. ადგილზე იმყოფებიან რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ლიდერები -ნათქვამია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი დაშავებულოა მხოლოდ ერთი მუშა. გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი