|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონის ხეობა დანაღმეს - ადგილობრივები ნამოხვანჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ

რიონის ხეობაში  ადგილობრივები ნამოხვანჰესის მშენებელი კომპანიის"ენკა"-ს საქმიანობას აპროტესტენ. ისინი დღეს კომპანიის მუშებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მათი განცხადებით, კომპანიამ დაიწყო ხეობის ფერდობის ასაფეთქებელი სამუშაოები. როგორც აქციის მონაწილები აცხადებენ, კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე ნაღმებს ათავსებენ, რომ კომენდანტის საათის დროს ისტორიული ხეობა ააფეთქონ.

ადგილობრივებიი ტერიტორიიდან კომპანიის ტექნიკის დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვენ. 

ხეობის მცხოვრებთა პროტესტის პასუხად, კომპანია „ენკა“ აცხადებს, სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს და ხელის შეშლის შემთხვევაში პოლიციას მიმართავს. 

"კომპანია „ენკა“ გააგრძელებს მოსამზადებელ სამუშაოებს სახელმწიფოსგან აღებული ნებართვის ფარგლებში. ხელის შეშლის ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანია მიმართავს პოლიციას, რომელმაც უნდა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და არ დაუშვას სხვადასხვა დესტრუქციული ჯგუფების მხრიდან პროცესის ხელის შეშლა"-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ადგილობრივების პროტესტი უკვე 117 დღეა გრძელდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა