|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონის ხეობაში რკინის ჯებირის მოხსნაზე ევროკავშირის მედიაციით შეთანხმდნენ

რამდენიმე მთავარ საკითხზე შევთანხმდით, ერთ-ერთი არის ბარიერების მოხსნა და იქ მყოფი ადამიანებისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების უზრუნველყოფა გადაადგილების თავისუფლებაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელმა დირკ ბუშლემ  დღეს  12 ივნისს განაცხადა.

დირკ ბუშლეს თქმით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით გამართულშეხვედრაზე სამ საკითხზე მოახერხეს შეთანხმება.

„ხანგრძლივი შეხვედრა იყო, რომელიც მოიცავდა ფართო დისკუსიებს. რა თქმა უნდა, იყო წინააღმდეგობრივი აზრებიც, თუმცა, საბოლოოდ შეთანხმება მოვახერხეთ სამ ძირითად საკითხზე. პირველი, „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ ვაწარმოებთ რისკების შეფასებას სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობასთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება არსებული რისკები, შემდეგ უკვე ვაწარმოებთ ამ რისკების აღმოფხვრასთან დაკავშირებით დიალოგს და ერთად შევეცდებით, რომ ისინი აღმოვფხვრათ. მეორე საკითხი ეხებოდა რიონის ხეობაში არსებულ სიტუაციას. კერძოდ, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ სიტუაციის დეესკალირება. რამდენიმე მთავარ საკითხზე შევთანხმდით, ერთ-ერთი არის ბარიერების მოხსნა და იქ მყოფი ადამიანებისთვის კონსტიტუცით გათვალისწინებული უფლების უზრუნველყოფა გადაადგილების თავისუფლებაზე"-, - განაცხადა დირკ ბუშლემ.

რაც შეეხება მესამე საკითხს, ის ეხებოდა ენორგოუსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრას საქართველოში. ბურშლეს თქმით,  მთავრობა შეადგენს დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრას მომავალი 10 წლის განმავლობაში ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის განხილული იქნება ჰიდროელექტროსადგურების წილი და როლი მთლიან ენერგოუსაფრთხოებაში. 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა