|
  • EUR 1 = GEL 3.9976
  • USD 1 = GEL 3.3252
|

"არ გააჩეროთ ნამოხვანჰესის მშენებლობა" - რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა

"არ გააჩეროთ ნამოხვანჰესის მშენებლობა", "დაგვიბრუნეთ სამსახურები" - რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა.

ადგილობრივები ჰესების მშენებლობის განახლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ხეობის განვითარება ნამოხვანჰესის მშენებლობაზეა დამოკიდებული. Მათი თქმით, ჰესის მშენებლობის შემთხვევაში განვითარდება ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდებიან. ადგილობრივები ჰესების მშენებლობაში საფრთხეებს ვერ ხედავენ.

"ვითხოვთ მთავრობის მხარდაჭერას. Გვინდა განვითარებულ სოფლებში ცხოვრება. Ჰესის მშენებლობას დასაქმება მოაქვს და ეს ჩვენი იმედია. Დაიხურა სკოლები და დაიცალა სოფლები მოსახლეობისაგან. თუ პროექტი არ განხორციელდება, რიონის ხეობა მოსახლეობის გარეშე დარჩება,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი