|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რიონში წყლის დონეს კერძო ინტერესების გამო ხელოვნურად ამცირებენ"

ქუთაისში მოსახლეობა მდინარე რიონში წყლის დონის შემცირებას ეხმიანება. ადგილობრივები განმარტავენ, რომ მდინარეში წყლის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მათი თქმით, არა კლიმატურ პირობებს, არამედ ხელოვნურ ჩარევას უკავშირდება.

ადგილობრივები ვარაუდობენ, მდინარეში ჰესიდან წყალს არ უშვებენ, რადგან ნიკეაზე მდებარე კარიერზე ქვიშის მოპოვების სამუშაოები არ შეფერხდეს.

„მთელი ზაფხული მდინარეში წყალი შემცირებულია.  გვალვას რომ დააბრალონ, წელს არც ისე გვალვიანი ზაფხული ყოფილა, ამიტომ წყალი ასეთ ნიშნულზე არ უნდა იყოს. სავარაუდოდ, ნიკეას ბოლოს, გეგუთისკენ რომ კარიერია, მათთვის ხდება მიზანმიმართულად წყლის შეჩერება, რომ ადვილად მოიპოვონ ქვიშა. ამით პრობლემა ექმნება მოსახლეობას. ადამიანები სათევზაოდაც ვერ დადიან. ამასთან, მდინარეზეა მიერთებული კანალიზაცია,  აუტანელი სუნია, გაჩერება გვიჭირს უკვე. იმედია, დაინტერესდებან ამ პრობლემით“, - აცხადბეენ ადგილობრივები.

მდინარეში წყლის დონის ხელოვნურად შეჩერებას არ ადასტურებენ "ენერგო პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვის ცენტრში. მათი განმარტაებით, როგორც გუმათის, ასევე რიონჰესში წყლის ნაკადის დიდი ხნით შეჩერება შეუძლებელია.

„რიონში დონის შემცირება გამოწვეულია იმით, რომ წყალმცირობის პერიოდია.  ხელოვნურად ვერ დაკეტავ და ვერ შეამცირებ წყალს,  რადგან კაშხალზე გამოიწვევს ავარიას.  თავისთავად კანონის მიერ გათვალისწინებული არის, რომ ჰესმა უნდა გაატაროს წამში 16 კუბურილიტრი წყალი, ეს არის ეკოლოგიური ხარჯი, რაც აუცილებელია.  ამას ამოწმებს გარემოს დაცვის სამინისტრო. აუცილებელი ნაკადი რაცაა,  იმის გატარება გვიწევს. ამასთან, ჰესი რასაც მოიხმარს, ისევ რიონში ბრუნდება.

როგორც აღვნიშნეთ, წყლის დონის დაწევა გამოწვეულია წყალმცირობით.  გვალვიანობაზე არაა დამოკიდებული რიონში წყალი. რაც შეეხება კარიერს,  იმ ადგილზე მდინარე ფართოა და ჩვენ ვერც შევუმცირებთ და ვერ მოვუმატებთ წყალს.  ერთადერთი, წყლის დონის მატების დროს ხდება მათი ინფორმირება, რომ ფრთხილად იყვნენ“, - განაცხადეს ენერგო პროში.

მათი თქმით, მდინარე რიონში წყლის დონის შემცირება ასევე მელიორაციის გამო ხდება.

გარემოს დაცვის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მათთან შეტყობინება არ შესულა, რაც შეეხება კარიერს, მათი თქმით, მოპოვება ლიცენზიით არის შესაძლებელი.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა