|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"როდემდე ვუცქიროთ მიტოვებულ და ამორტიზებულ შენობებს ქუთაისში?!"

"როდემდე  ვუცქიროთ მიტოვებულ  და ამორტიზებულ შენობებს ქუთაისში?!", -  ამ კითხვით პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართავს. მან დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტა ქალაქის ცენტრში მიტობევული შენობების არსერბობა. ამჯერად წულაიამ ცისფერყანწელთა#9-ში  მდებარე შენობის შესახებ ისაუბრა.

"მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა, მაინც საჭიროდ ვთვლი კიდევ ერთხელ გავაჟღერო პრობლემა, რომელიც მარადიულია ჩვენს ქალაქში.  ვაგრძელებ ბრიფინგების ციკლს მიტოვებულ შენობებთან დაკავშირებით. აი, თქვენი დახმარებით ვეკითხები მერიას, რას აპირებენ?  ეს შენობა 10 წელზე მეტია აშენებული და მიტოვებულია. როდემდე და რა ფორმით უნდა იყოს ამ მდგომარეობაში?!. რამდენიმე თვის წინ ამ ტერიტორიიდან ბეტონის კონსტრუქცია ჩამოვარდა და მოქალაქე შემთხვევით გადარჩა. მხოლოდ ერთ კითხვაზე ვითხოვ პასუხს, როდემდე უნდა იყოს ეს შენობები ამ მდგომარეობაში ?",- აცხადებს წულაია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ შენობა კერძო საკუთრებაა და დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეუძლიათ.

ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა