|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როდის დაიწყება რეგისტრაცია ქუთაისის საბავშვო ბაღებში?

ქუთაისის საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია სექტემბერში, სწავლის დაწყებამდე  დაიწყება.

ზუსტი თარიღი, როდის შეეძლებათ მშობლებს ბავშვების რეგისტრირება, ცნობილი არ არის.  როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და ზუსტი დრო, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მათივე ინფორმაციით, წელს ელექტრონული რეგისტრაცია არ იქნება და ყველა მშობელს ბაღში მოუწევს საბუთების მიტანა. გაერთიანებაში ვარაუდობენ, რომ გაზრდილი ნაკადის გამო, ბავშვების გადანაწილება მოუხდებათ.

"გაზრდილია ნაკადი და რადგან ჯგუფში 70 ბავშვს ვერ დავსვამთ, ამიტომ უფრო მოთხოვნადი ბაღებიდან ბავშვები სხვა ბაღებში გადანაწილდებიან. იმ ბაღებში კი, სადაც მიმართვიანობა მეტია,  უპირატესობა მიენიჭება იმ ოჯახის შვილებს, რომელთა დედ-მამიშვილები ჩვენი ბაღის აღსაზრდელები არიან. ვიმედოვნებთ, მნიშვნელოვანი შეფერხება არ გვექნება", -აცხადებენ გაერთიანებაში.

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში 37 ფილიალია. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა