|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრი სეზონს გიორგი სიხარულიძის სპექტაკლით „უბედურება“ გახსნის

 ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი სეზონს, ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი სიხარულიძის სპექტაკლით „უბედურება“  გახსნის. თეატრის   დირექტორი  სულხან გოგოლაშვილი იმედოვნებს, რომ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი გაითვალისწინებს მათ ტრადიციას და სეზონი 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას გაიხსნება.

 „რადგან თეატრში ცვლილებები გვაქვს, დაზუსტებით ვერ გეტყვით, თუ რომელ რიცხვში გაიხსნება სეზონი, იმედია, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი გაითვალისწინებს ჩვენს ტრადიციას. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ახალი სეზონი ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი სიხარულიძის სპქტაკლით „უბედურება“ გაიხსნება“, - აღნიშნა თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კულტურის სამინისტრომ კოტე აბაშიძე დანიშნა. თეატრის დასის უმრავლესობის რჩეული ამავე თეატრის მსახიობი ენდი ძიძავა გახლდათ, თუმცა კულტურის სამინისტრომ დასის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. მესხიშვილის თეატრის მსახიობებისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. ისინი კულტურის  მინისტრს შეხვდნენ და გადაწყვეტილების შეცვლა მოითხოვეს.

როგორც მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი განმარტავს, მათი სურვილი იყო, რომ მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დასის მიერ შერჩეული კანდიდატი დასახელებულიყო, თუმცა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის მიმართ პრეტენზია არ აქვთ.

"რა თქმა უნდა, თეატრში ნებათაღელვაა, ზოგს უხარია, ზოგს წყინს, - ეს ბუნებრივია. იმედი მაქვს ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება",-აცხადებს გოგოლაშვილი.

 49-ე სეზონის გასახსნელად, ასევე ემზადება ქუთაისის მელიტონ ბლანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი. სეზონი 29 სექტემბერს ჯუზეპე ვერდის "ტრავიატათი" გაიხნება. ხოლო თოჯინების თეატრმა 71-ე სეზონი რამდენიმე დღის წინ "ასფურცელათი" გახსნა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა