|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

როგორ გავაკეთოთ ეკონომია საკვებ პროდუქტებზე?(R)

საქართველოში 50-დან 650 ლარამდე თანხის სწრაფად და მარტივად შოვნა, სირთულეს აღარ წარმოადგენს, რადგან 2013 წლიდან, ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობს საერთაშორისო კომპანია 4finance-ის ბრენდი Vivus ge, სადაც პირველი sesxi უპროცენტოა, განმეორებითი სესხები კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.

მიუხედავად ამისა, ფინანსური ეკონომია მაინც არავის აწყენს, ამიტომ, გადავწყვიტეთ ფულის დაზოგვასთან დაკავშირებული რჩევები მოგცეთ.

ეს სტატია გიამბოთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გააკეთოთ ეკონომია საკვებ პროდუქტებზე.

გსურთ შეამციროთ საკვებზე დანახარჯები? მაშინ შეეცადეთ პრაქტიკაში დანერგოთ შემდეგი რჩევები:

არ წახვიდეთ საყიდლებზე მშიერი და არ გაიყოლოთ თან საკრედიტო ბარათი. ასე თქვენ ზედმეტის შეძენის არც სურვილი გექნებათ და არც შესაძლებლობა.

უარი თქვით ნახევარფაბრიკატებზე და თავად მოამზადეთ საკვები.

შეგიძლიათ ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარ სამზარეულოში მოამზადოთ დიდი რაოდენობით პილმენები და კალტეტები, შეინახოთ საყინულეში და შემდგომში გამოიყენოთ ისინი ზუსტად ისე, როგორც მაღაზიაში ნაყიდი ნახევარფაბრიკატები.

წინასწარ შეადგინეთ კვირის მენიუ.

ამ მენიუს მიხედვით შეიძინეთ, მხოლოდ ის პროდუქტები, რაც გჭირდებათ და ზუსტად იმდენი რამდენიც არის აუცილებელი, წინასწარ დაგეგმილი რაციონისთვის.

ამ გზით თქვენ ზედმეტი პროდუქტის გაფუჭებას აირიდებთ თავიდან.

საყიდლებზე წადით პროდუქტების სიით და არ გადაუხვიოთ ამ ჩამონათვალს.

არ შეიძინოთ არაფერი ისეთი, რაც თქვენი კვირის მენიუში არ შედის.

საყიდლებზე წასვლისას არ დაგავიწყდეთ ფასდაკლების ბარათი. (თუ, რა თქმა უნდა, გაქვთ ასეთი)

მაღაზიაში პროდუქტები აირჩიეთ ყველაზე დაბლა მდებარე თაროდან, რადგან აქ ყველაზე იაფიანი საქონელი დევს. (სუპერმარკეტებში გამოსაჩენ ადგილას დებენ იმას, რაც უფრო ძვირია)

თქვენი ოჯახის წევრების ყველაზე საყვარელი საკვები ანუ ის, რაც ყველაზე დიდი რაოდენობით გჭირდებათ, შეიძინეთ საბითუმო მაღაზიებში.

უპირატესობა მიანიჭეთ ადგილობრივ მწარმოებელს, რადგან მას ტრანსპორტირების ხარჯების გაწევა არ უწევს და იმპორტიორთან შედარებით დაბალ ფასს გთავაზობთ.

მაღაზიის ნაცვლად, ხშირად იარეთ ბაზარში, სადაც სეზონური ხილი და ბოსტნეული ბევრად უფრო ახალია. საღამოობით კი აქ ფასებიც იკლებს.

მოამზადეთ ზამთრისთვის მურაბები, კონსერვები, მარიდანი, კომპოტები და ცხელი კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტები.

ხორცისა და თევზის შეძენისას უპირატესობა მიანიჭეთ მთლიან ცხოველს, ფრინველსა და თევზს, რადგან მათი ცალკეული ნაწილების შეძენა უფრო ძვირი ჯდება.

სამსახურში შესვენებას ნურც ბუფეტში გაატარებთ და ნურც ახლომდებარე კაფეში, ან რესტორანში.

უმჯობესია სადილი სახლიდან წაიღოთ. იგივე ეხება ყავასა და ჩაის, სჯობს სამუშაო ოთახში მადუღარა იქონიოთ და ამ გზითაც დაზოგოთ ფული.

და ბოლოს, გახსოვდეთ, ფულის უკმარისობის შემთხვევაში თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ vivus.ge-ს, სადაც სესხს სწრაფად და მარტივად მიიღებთ.

 

ავტორი: ნიუპრესი