|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"როგორ შეიძლება ავტობანის ნაწილ–ნაწილ გახსნა, გზის ამდენჯერ გადაბმა–გადმობმა?!"

ქუთაისი სამტრედიის  ავტობანზე  მომხდარ უბედურ  შემთხვევას  პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე  გოგი წულაია გამოეხმაურა. მისი შეფასებით,  უბედური შემთხვევა  არასწორი ინფრასტრუქტურის ბრალია, რაშიც ის  ხელისუფლებას და  ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადანაშაულებს.

 "ეს არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს და  ხელისუფლების ბრალი. როგორ შეიძლება ავტობანის ნაწილ–ნაწილ გახსნა, გზის ამდენჯერ გადაბმა–გადმობმა?! პიარისთვის 8–8 კილომეტრებს ხსნიან, ალბათ, საარჩევნოდ ნაწილს კიდევ გახსნიან, ვითომ დიდ საქმეს აკეთებენ. ავტობანი უნდა გაიხსნას ერთიანად, ყველანაირად მოწესრიგებული, თავისი ნიშნებითა და განათებებით",–აღნიშნა წულაიამ.

რაც შეხება პატრულირებას, წულაიას თქმით, პატრული  წინასაარჩევნოდ "მოკრძალებული" გახდა: "რამდენი ხანია, მაგათი ციმციმა აღარ დამინახავს, მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, როცა რაიმე შემთხვევა მოხდება"-აღნიშნა მან. 

ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა და 4 დაშავდა, საავტომობილო ავტობანის მოუწესრიგებლობას  უკავშირებენ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის  გიორგი სეთურიძის განცხადებით კი, მონაკვეთი დასრულებულია და საგზაო ნიშნებიც დაყენებულია.

  შეგახსენებთ, ქუთაისი-სამტრედიის  ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი პრემიერ-მინისტრმა 15 ივლისს გახსნა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა