|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორი ამინდია მოსალოდნელი წინასაახალწლო დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 - 26 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

27 – 30 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში + 15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

31 დეკემბერს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს.

ავტორი: ნიუპრესი