|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორი ტიპის გამათბობლები არსებობს?

Liloshop.ge-ზე სხვადასხვა ტიპის გამათბობლების ფართო არჩევანია. საიტზე ონლაინ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც გაზით, ასევე ელექტრო ენერგიით მომუშავე გამათბობლები. ისინი განსხვავდება სიმძლავრითა და ბევრი სხვადასხვა მახასიათებლით.

პირველ რიგში, არჩევანი უნდა გააკეთოთ - კედელზე დასამონტაჟებელ და პორტატულ გამათბობლებს შორის. 

პორტატული გამათბობლები მარტივია გადასაადგილებლად. ისინი დენზე მუშაობენ და, შესაბამისად, შეგიძლიათ ჩართოთ ნებისმიერ ადგილას, სადაც დენის წყაროა. შეძენის დროს გაითვალისწინეთ ზომა და წონა. რა თქმა უნდა, პატარა გამათბობელი უფრო მარტივია გადასაადგილებლად, მაგრამ მეორეს მხრივ მისი სიმძლავრე ნაკლებია. დიდი გამათბობელი კი პირიქით, შესაძლოა გადაასადგილებლად შედარებით რთული იყოს, თუმცა უფრო მეტი კვადრატულობის ოთახს ათბობს. 

Liloshop.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ რამდენიმე ტიპის ელექტრო გამათბობელი: 

  • ზეთზე მომუშავე, ე.წ. რადიატორს ტიპის
  • გამათბობელი ვენტილატორი 
  • სპირალზე მომუშავე. 

თითოეულ პროდუქტს აქვს დეტალური აღწერა და ინსტრუქცია, რათა ზუსტად განსაზღვროთ თუ რამდენად გეყოფათ ოთახის გასათბობად ესა თუ ის რადიატორი.

 

რაც შეეხება გაზის გამათბობლებს, ამ შემთხვევაშიც პირველ რიგში გასათბობი ოთახის ფართობი უნდა იცოდეთ ზუსტად, რათა სწორად შეარჩიოთ შესაბამისი გამათბობელი.

გაზის გამათბობლები აუცილებლად უნდა დამონტაჟდეს პროფესიონალის მიერ ყველა უსაფრთხოების ნორმის დაცვით. 

კატეგორიულად აკრძალულია გაზით მომუშავე ყველა სახეობის გამათბობელის მონტაჟი და ექსპლუატაცია, რომლებიც წვისათვის საჭირო ჰაერს ოთახიდან იღებს, წვის პროდუქტი კი კვამლსადენების მეშვეობით არ გაიწოვება. 

თუ ამ დანადგარებს ინსტრუქციის მიხედვით დაამონტაჟებთ, იმუშავებს უსაფრთხოდ.



ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა