|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორია ფემინიზმის თანამედროვე გამოწვევები?- დისკუსია ქუთაისში

როგორია ფემინიზმის თანამედროვე გამოწვევები? რა როლი უნდა შეასრულოს ფემინისტურმა მოძრაობამ სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლაში დღევანდელ საქართველოში? - ამ თემებზე  6 ივლისს, ქუთაისში ჩაის სახლში "ფოე ფოე"ისაუბრეს.

დისკუსია, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კავკასიის ოფისის ორგანიზებით გაიმართა, დამსწრეთა მაღალი ჩართულობით აღინიშნა. შეხვედრაზე მოეწყო ნენსი ფრეიზერის წიგნის „ფემინიზმის თავგადასავალი" პრეზენტაცია, რომლის შესახებ ქართული თარგმანის ავტორმა ფილოსოფიის მაგისტრანტმა გიორგი ჩუბინიძემ ისაუბრა.  ქალების წინაშე არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე კი თავისი მოსაზრებები  აუდიტორიას სოლიდარობის ქსელის - "მშრომელთა ცენტრის" თანადამფუძნებელმა სოფიო ჯაფარიძემ გაუზიარა.
შეხვედრას მოდერაციას ფონდის კავკასიის ოფისის წარმომადგენელი ქეთევან ბერძენიშვილი უწევდა.

სოფო ჯაფარიძის თქმით,  ფემინისტური ორგანიზაციების მთავარი გამოწვევაა, კონკრეტული საქმეებით აჩვენონ საზოგადოებას, თუ როგორაა შესაძლებელი ქალების ცხოვრების გაუმჯობესება. როგორც მან აღნიშნა,  ქალების წინაშე  არსებული პრობლემები დაკავშირებულია შრომით უფლებებთან,  სამუშაოს დროის ხანგრძლივობასთან და ანაზღაურებასთან, ასევე "უჩინარი შრომა", რომელსაც ისინი ეწევიან ოჯახში. მისი თქმით, ამ პრობლემებზე კონცენტრიტება აქცევს ქალთა მოძრაობას უფრო სახალხო და გავლენიან ძალად.

"თანამედროვე დისკურსი ფემინიზმის სოციალური როლს უკავშირდება, რომლის შესახებაც გაიმართა დისკუსია, ამასთან მოეწყო ნენსი ფრეიზერის ძალიან საინტერესო წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ფემინიზმის სხვადასხვა ტალღის  შესახებ გვიამბობს. მომხსენებლემა წარმოგვიდგინეს თავიანთი მოსაზრებები, როგორი უნდა შეძლონ ქალებმა საკუთარი პრობლემების გააზრება და მოთხოვნა არსებული საჭიროებების.  დარბაზიც იყო არაჩვეულებრივად აქტიური. ბიოლის ფონდი გააგრძელებს მსგავსი ტიპის შეხვედრებს"-განაცხადა  ფონდის კოორდინატორმა ქეთი ბერძენიშვილმა. 




ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა