|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რომ წაართვა, მისი უნდა იყოს"-მერიაში კაფეს მფლობელების ბრალდებებს პასუხობენ

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეს მეპატორნეების ბრალდებას მერიაში პასუხობენ. მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის ირაკლი გიორგაძის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში გადაცემა არ შეიძლება.

"რომ წაართვა, მისი უნდა იყოს, ტერიტორია არის მერიის და არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იქ  მიწის გაყიდვა არ შეიძლება. 90-იანი წლებში მათ შეიძინეს მსუბუქი, ბამბუკის კონსტრუქცია, რომლის გატანაც შეიძლებოდა. ისინი წლებია, უსასყიდლოდ მუშაობენ ადგილზე და ახლა პროვოკაციით ცდილობენ ყურადღების მიქცევას, თითქოს საკუთრებას ართმევენ", - განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

მისი თქმით, მერია კაფეს მეპატრონეებს სთავაზობს შენობა იჯარით აიღონ, რაზეც თანახმა არ არიან.

"ვთავაზობთ იჯარით,  ან აღნაგობის უფლებით აიღონ, წლიურად 960 ლარით, მაგრამ არ უნდათ. უნდათ, უფასოდ იმუშაონ. სასამართლო 2000 წელს წააგეს და ახლა ისევ დაიწყებს ბრძოლა. საქალაქო სასამართლოში წააგეს, სააპელაციომ მორიგება შემოგვთავაზა. თუ თანახმა იქნებიან, იჯარაზე იმუშაონ, თუ არა, აუქციონზე გავიტანთ", -განაცხადა ირაკლი გიორგაძემ. 

შეგახსენებთ, კაფეს მეპატრონეებმა დილით აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ მერიის მაღალჩინოსნები კაფეს წართმევას ცდილობენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა