|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის პირველი პირები 26 ნოემბერს შეხვედრას გამართავენ

რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის პირველი პირები 26 ნოემბერს სოჭში  შეხვედრას გამართავენ. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

კრემლის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართება.

კრემლის ინფორმაციით, დაგეგმილია სამი ქვეყნის ლიდერის მიერ 2020 წლის 9 ნოემბრით და 2021 წლის 11 იანვრით დათარიღებული შეთანხმებების შესრულების, ასევე რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების დამყარებისთვის შემდგომი ნაბიჯების განხილვა.

მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენა-განვითარებას.

გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია ვლადიმერ პუტინის ცალკე საუბარი ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან.

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა