|
  • EUR 1 = GEL 3.0007
  • USD 1 = GEL 2.464
|

საქართველოში რუსი სპეციალისტების ვიზიტი გრძელდება [VIDEO]

რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტები: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში საქართველოს გამოცდილება მნიშვნელოვანია

რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტების ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ვითარების გაცნობის მიზნით, მათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფიტოსანიტარული სისტემები დაათვალიერეს, დასავლეთ საქართველოში კი მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცვნენ. მათი თქმით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში საქართველოს გამოცდილება და გატარებული ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია.

 „მავნებელთან ბრძოლის პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა იმ ქვეყნის სპეციალისტთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, სადაც აზიური ფაროსანა გამოწვევაა. არსებული გამოცდილებების გაზიარება და კოორდინირებული მუშაობა მავნებლის პოპულაციის შემცირებაში და მის მიერ აგრარული დარგისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაში დაგვეხმარება“, - განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტიანი გეგმის შემუშავების მიზნით, საქართველოში მოწვეული იყო ყველა ის წამყვანი ენტომოლოგი და სპეციალისტი კანადიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან, ვისაც მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით.

 

 მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

 

ავტორი: ნიუპრესი