|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსეთის მიმართულებით მგზავრთა ნაკადი 92 %-ით გაიზარდა

,,2015 წლის იანვარ-აგვისტოში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთის მიმართულებით მგზავრთნაკადი 92 %-ით გაიზარდა",-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, სამოქალაქო ავიაციის სფეროში ღია ცის პოლიტიკის განხორციელებამ, საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა განაპირობა, რაც ნათლად აისახა ბოლო პერიოდში საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდის ტენდენციასა და საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის მატებაზე.
2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში თბილისიდან - რუსეთის მიმართულებით (მათ შორის: მოსკოვი, სამარა, სანქტპეტერბურგი, როსტოვი) 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთა ნაკადი 92 % გაიზარდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ორი ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიების მიერ ჯამში 179 602 მგზავრია გადაყვანილი, რაც 84 %-ით (81 776 მგზავრით) მეტია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით. თბილისი - მოსკოვის მიმართულებით რეისებს 4 კომპანია ახორციელებს. ყველაზე მეტი მგზავრი - 52 436 - „ჯორჯიან ეარვეისს“ ჰყავს გადაყვანილი, მეორე ადგილზეა „სიბირის“ ავიახაზები გადაყვანილი 50 516 მგზავრით, მესამეზე კი „აეროფლოტი“ 47 899 მგზავრით. მეოთხე და ყველაზე ნაკლები მგზავრი გადაყვანილი ჰყავს „ტრანსაეროს“ - 28 751 მგზავრი.  

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა