|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსლან გაჯიევი კირიხლოს, დაშტაფასა და წითელ სოფელის მოსახლეობას შეხვდა(R)

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში  მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

 ამჯერად იგი მხარდამჭერებთან ერთად სოფელ კირიხლოს, დაშტაფასა და წითელ სოფელის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა ამომრჩევლებს მისი პოლიტიკური ხედვები გააცნო. ამასთან, მმართველი პარტია, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ, 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

 „ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით მოსახლეობის გვერდით. ჩვენი პარტიის მმართველობის პერიოდში, მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი. განხორციელდა სოფლების გაზიფიცირება, დაიგო გზები, სასმელი წყლით უზრუნველყოფილია ისეთი დასახლებები, სადაც  არასდროს  ყოფილა. ბოლო 2 წლის განმავლობაში 25-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. სკოლების რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს. აშენდა და კვლავ მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა. მოგვარებულია ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები, განხორციელდა გზებისა და უბნების გარეგანათებით უზრუნველყოფა“,-განაცხადა რუსლან გაჯიევმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე გაამახვილა.

  „ჩვენი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობა იქცა პრიორიტეტად. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამებით ისარგებლა ათასობით ფერმერმა თუ გლეხმა“,-აღნიშნა რუსლან გაჯიევმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა