|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტელეკომპანიარუსთავი-2“-ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტის - ეკა გაგუას და ოპერატორის - ლევან კალანდიას მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით, 2 პირი: 1983 წელს დაბადებული .. და 1976 წელს დაბადებული .. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანიარუსთავი-2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმაჩინეთის რკინიგზის 23- ბიუროსსოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი .. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი .. დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ- 154- მუხლის მე-2 და 126- მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა