|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსთავი 2" რაიმე ტიპის რევოლუციურ სცენარებზე არ ფიქრობს"

"რუსთავი 2" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური განცხადება გააკეთა.  გვარამია განაცხადა, რომ ამიერიდან უსაფრთხოების მიზნით არ მოუწოდებს მოქალაქეებს შეიკრიბონ "რუსთავი 2" დასაცავად. მისივე თქმით,  "რუსთავი 2" გუნდი საკუთარი  ძალებით შეეცდება  სიტყვის  თავისუფლების დაცვას.

"ქვეყანაში ბოლო პერიოდში პროცესები გამწვავდა, რაზეც  პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.  საქართველოს მთავრობამ სამართლიანი სასამართლოს გარეშე დატოვა "რუსთავი 2".  დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი წუთით "რუსთავი 2" რაიმე ტიპის რევოლუციურ სცენარებზე არ ფიქრობს. მიუხედავად იმ რეჟიმისა, რომელშიც  მთავრობა გვამყოფებს კვირეების განმავლობაში, ზეწოლის, შანტაჟის ქვეშ,  ჩვენ გვაქვს ჩვენს მიერ არჩეული გეგმა,  ვუსმენთ ყველას და ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც ჩვენ გადავწყვეტთ.  ჩვენ  საქართველოს პრემიერი დაგვპირდა, რომ  ჩვენი უსაფრთხოება იქნება დაცული.  მე არ ვარ დარწმუნებული,  რადგან საქართველოს პრემიერი ცრუობს. დღეიდან ჩვენ აღარ მოვუწოდებთ არავის  რუსთავი 2 მხარდასაჭერად გამოსვლას, რადგან ამ პასუხისმგებლობას ვეღარ ავიღებთ.  ჩვენ დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას ჩვენი ძალებით.  მთავრობამ კეთილი ინებოს და დაიცვას მშვიდობა ქვეყანაში", - განაცხადა გვარამიამ.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა