|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო

მოსამართლემ "რუსთავი 2"-ის იურისტების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა ხვალ, 11 საათისთვის გადადო.  საქმეზე ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ საპაექრო სიტყვას რუსთავი 2-ის იურისტები ხვალ წარმოთქვამენ. 

დღეს "რუსთავი 2"-ის იურისტებმა  მოსამართლეს მიმართეს შუამდგომლობით, რომ მიეცა მათთვის დრო სრულყოფილად  შეესწავლათ გუშინ სასამართლო სხდომაზე დაკითხული ერთადერთი მოწმის ჩვენება. ასევე  მოწმის სამსაათიანი ჩვენების სრულ ჩანაწერს ითხოვდნენ. 

სხდომის გადადების წინააღმდეგები იყვნენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები.

შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც  აღნიშნავს, რომ თუ დღეს მოსამართლე  გადაწყვეტილებას მიიღებდა, მის დაუყონებლივ აღსრულებასაც  მოითხოვდა. "არსებობს არა მხოლოდ უკანონო გადაწვეტილების გამოტანის რისკი და ეს აღარ არის უკვე რისკი, ეს არის პრაქტიკულად გარანტირებული, რომ მოსამართლე ურთმელიძე გამოიტანს უკანონო გადაწყვეტილებას - არამედ არსებობს რისკი, რომ ეს გადაწყვეტილება დაუყონებლივ იქნება მიქცეული აღსასრულებლად და ჩვენ ეზოში ვიხილავთ სპეციალური დანიშნულების რაზმს", -განაცხადა გვარამიამ. 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა