|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსთავის ციხეში ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში 14 ოქტომბერს გაჩენილ  ხანძარს ორი ადამიანის სიხოცხლე ემსხვერპლა. 
 ადვოკატ ჯაბა კოჭლამაზაშვილის ინფორმაციით, ერთი პატიმარი მეორეს გადასარჩენად ხანძარში შევარდა და სამწუხაროდ,  დაკვამლიანების გამო, იქედან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. 
პენიტენციალურმა სამსახურმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც ინფორმაციამ დახურული სისტემიდან პატიმრების მეშვეობით გამოჯონა. 
 
ცოტა ხნის წინ კი, მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა.  უწყების ცნობით,  14 ოქტომბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შესაძლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც №17 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ორი პატიმრის გარდაცვალება გამოიწვია.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა