|
  • EUR 1 = GEL 3.4593
  • USD 1 = GEL 3.0624
|

რუსთავში ბრიტანული ფესტივალი - "Global Gathering’’ ჩატარდება

  რუსთავში ბრიტანული ფესტივალი - "Global Gathering’’ ჩატარდება. 11 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე მსოფლიოში ცნობილი ელექტრონული და საცეკვაო მუსიკის ბრიტანული ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მთავარი ჰედლაინერია მუსიკალური პრემია GRAMMY-ის მფლობელი, MTV-ის მუსიკალური დაჯილდოვების ათგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი დამაარსებელი, ლეგენდარული DJ - Fatboy Slim-ი.

ფესტივალზე სხვა ცნობილი უცხოელი და ქართველი დიჯეებიც დაუკრავენ.  "Global Gathering’’ -ზე 20 ათასამდე სტუმარს ელოდებიან, მათ შორის 3 ათასამდე ტურისტს. ავტოდრეომზე 2 სცენა უნდა განთავსდეს, მოეწყობა სხვდასხვა შოუები. ფესტივალი ერთ დღიანია და  დასწრება უფასოა. ფესტივალზე დასაწრებად რეგისტრაცია დაწყებულია.  "Global Gathering’’  2001 წელს ბრიტანეთში დაარს და დახლა უკვე მთელ მსოფლიოს მოიცავს.

 მუსიკალური ღონისძიება სტუდია ,,ბრავო რეკორდსის" ორგანიზებით, რუსთავის მერიისა და ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით ტარდება.

 

 

 



 

 

 

 

 

 

ავტორი: ანა ჯიქია

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 56.82%
უარყოფითად - 38.64%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.55%
სულ - 44 ხმა