|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსული ბორში რუსეთუმეებისათვის - "პატრიოტთა ალიანსს" ქუთაისში რუსული წვნიანით "გაუმასპინძლდნენ"

ქუთაისში "პატრიოტთა ალიანსის" ღონისძიებაზე სლავური წვნიანი - ბორში მიიტანეს და პარტიის "რუსული პოლიტიკა" ამგვარად გააპროტესტეს. სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ ცენტრალურ მოედანზე ბორში "პატრიოტების" მხარდამჭერებისთვის მიიტანა.

მისი თქმით, მათ ძალიან უყვართ რუსეთი და რუსული ბორში. აკაკი საღინაძის თქმით, პარტია რუსული ფულით ფინანსდება, რაც საქართველოს ღალატია და შეურაცხყოფაა.

ადგილზე ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერებისთვის რუსეთუმეების ძახება შეურაცხყოფაა, რადგან პარტია არა რუსეთს, არამედ ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს.

ქუთაისის ცენრტრალურ მოედანზე "პატრიოტთა ალიანსი" აქციას მართავს, სადაც ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა