|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 5 თვის მონაცემები

 ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 34 ქვეყანაში ექსპორტირებულია 15 053 106 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 44%-ით  აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 35,04 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.


საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი - 106% (1 242 523),

  უკრაინა - 73% (1 853 663),

რუსეთი -  59% (7 560 974),

ბელარუსი - 77% (262 838),

ლიტვა - 46% (244 368),

პოლონეთი - 30% (835 792),

ესტონეთი - 17% (236 496),

ყირგიზეთი - 171% (107 646), 

გერმანია - 31% (141 328),

კანადა - 25% (77 100),

დიდი ბრიტანეთი - 79% (52 126) და სხვა.    

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 7 560 974 ბოთლი;

უკრაინა -1 853 663 ბოთლი;

ყაზახეთი- 1 620 046 ბოთლი;

ჩინეთი - 1 242 523 ბოთლი;

პოლონეთი - 835 792 ბოთლი.

ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 330 333 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 69%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 7,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების - ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  35%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 61,1  მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის 5 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 45,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

(R)

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა