|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Ryanair ქუთაისის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით იფრენს

პირველ ეტაპზე Ryanair ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს რეისებს, ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს. პირდაპირი ავიარეისები ევროპის მიმართულებით 2019 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყება- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 მისი თქმით, შეთანხმდნენ თორმეტ ახალ მიმართულებაზე, მათ შორის არის ევროპის სხვადასხვა მიმზიდველი და საინტერესო ქალაქები, საიდანაც ახალი ტურისტული ნაკადების შემოსვლას ელოდებიან.  

„უფრო მეტი ახალგაზრდა, სტუდენტი, ტურისტი, პენსიონერი შეძლებს, რომ იფრინოს ევროპის მიმართულებით და ბევრი ახალი ქალაქი მოინახულოს ევროპაში, ასევე კიდევ უფრო მეტად ველოდებით, რომ იქნება ახალი ტურისტული ნაკადების შემოსვლა. თავისი დაბალბიუჯეტიანობის გამო, „რაინეარი“ არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უცხოელი ტურისტების სამყაროში. შესაბამისად, ისინი ჩამოიყვანენ საკმაოდ ბევრ ევროპელ ვიზიტორს. ამ მხრივ ჩვენ ორ ამოცანას გადავწყვეტთ: შევთავაზებთ ჩვენ მოქალაქეებს ფრენებს ახალი მიმართულებით თბილისიდან და ქუთაისიდან ყველაზე დაბალ ფასებად. განვავითარებთ ტურისტულ ინდუსტრიას და ახალ ტურისტულ ნაკადებს მოვიზიდავთ“ , - განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორი: ნიუპრესი