|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სააბაზანო ტექნიკის ფართო ასორტიმენტი თერმოინდუსტრიაში

ე.წ. სველი წერტილი სახლის ყველაზე ხშირად გამოყენებადი სივრცეა. მის მოსაწყობად პროფესიონალური მიდგომებია საჭირო, რათა საცხოვრებელი ან სამუშაო სივრცე სუფთა და მოხერხებული გახდეს. აბაზანაში არსებულ მცირედ პრობლემასაც კი შეუძლია დაარღვიოს ოჯახის სიმყუდროვე, ყოველდღიური რუტინა და კომფორტი. სააბაზანო ტექნიკა მოიცავს:

  • ონკანებს;
  • უნიტაზებს;
  • საშრობებს;
  • საკიდებს;
  • სასაპნე დისპენსერს და ა.შ.

თითოეული ელემენტი აბაზანის დიზაინს უნდა შეესაბამებოდეს. სწორად შერჩეული, ხარისხიანი სააბაზანო ტექნიკა ათეულობით წლის განმავლობაში შეუფერხებლად იმუშავებს. ამისთვის საჭიროა მიმართოთ სანდო კომპანიას, რომელიც მსოფლიოში აპრობირებული ასორტიმენტით ბაზარს წლების განმავლობაში ამარაგებს.

11 წლიანი გამოცდილებით თერმოინდუსტრია საქართველოს ლიდერი იმპორტიორია. პროფესიონალური მიდგომებით და მომხმარებელზე მორგებული პირობებით კომპანია პოპულარობას მრავალი წელია ინარჩუნებს. აქ შეძლებთ შეიძინოთ სანტექნიკა ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. რაც მთავარია ერთ სივრცეში თითოეული ელემენტის მოძიება შესაძლებელია, რაც დაგიზოგავთ დროს და სივრცის გემოვნებით მოწყობაში დაგეხმარებათ. 

 

რა უნდა გავითვალისწინოთ სააბაზანოს სანტექნიკის შერჩევისას?

სააბაზანო ტექნიკის შერჩევისას რამოდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებლის გათვალისწინება აუცილებელია.

ოთახის ზომა - პატარა აბაზანაში 35 სმ-მდე სიგრძის, ჩაშენებული ან კუთხის ნიჟარები უნდა გამოიყენოთ. რაც შეეხება ფართო სივრცეს შესაძლებელია მასში დამონტაჟდეს 80სმ-მდე სიგანის ხელსაბანიც. გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა ტიპის მოდელებს მონტაჟის განსხვავებული მახასიათებლები გააჩნია. საბოლოო ჯამში პროდუქტის ფორმა მფლობელის გემოვნებასა და პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. 

მოდელის ტიპი - მაგალითად ბაზარზე დასადგამი და დასაკიდი უნიტაზების ფართო არჩევანია. შეზღუდულ სივრცეში დასაკიდ მოდელებს ირჩევენ, რომელიც ჩასაშენებელი ავზის საშუალებით მუშაობს. ამ შემთხვევაში ხარისხიანი პროდუქციის შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხარვეზის ან არასწორი მონტაჟის შემთხვევაში კელდის მექანიკური დაზიანება მოგიწევთ. 

ბრენდი - მსოფლიოში მოთხოვნადი ბრენდები, როგორიცაა Diagonal, Marine, Smart, Poseidon და ა.შ. მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროდუქციის ხაზით გამოირჩევა. ასევე უმჯობესია ისეთი პროდუქტი შეიძინოთ, რომელიც ფლობს ISO სერტიფიკატს, რათა ეფექტური მუშაობის ოფიციალური გარანტია მიიღოთ.

შეცდომების დაშვების რისკი იმ შემთხვევაში იკლებს, როდესაც გამოცდილ სპეციალისტებთან თანამშრომლობთ. თერმოინდუსტრიის პროფესიონალთა გუნდი საჭირო მასალებს შეგირჩევთ და ნებისმიერ აგრეგატს სრულყოფილად დაგიმონტაჟებთ. აბაზანაში ზედმეტ და მასიურ ავეჯს ნუ განათავსებთ, რათა თავისუფლად გადაადგილება არ გაგიჭირდეთ. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ სველ წერტილში ყველაზე გამძლეა ბუნებრივი ან ხელოვნური ქვა, ამიტომ სხვა ტიპის ავეჯის განთავსებას მოერიდეთ. თერმოინდუსტრიის გუნდი თქვენს მოთხოვნებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს და კომფორტული სივრცის მოწყობაში დაგეხმარებათ. 

ავტორი: ნიუპრესი