|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ჯანდაცვის სამინისტრო ახალ გეგმას წარადგენს

"სააფთიაქო ნარკომანია ძალიან რთული, სპეციფიკური მიმართულებაა", -განაცხადა  შრომის,  ჯანმრთელობის და სოციალური  დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ  "პალიტრა ნიუსის" პირდაპირ ეთერში. აღნიშნულის შესახებ მან აკა სინჯიკაშვილის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. 

"ჩემი ინფორმაციით, ჯარიმა არ არის ისეთი მაღალი, რომ აფთიაქმა გადახდა ვერ მოახერხოს, ამიტომ ისინი საქმიანობას განაგრძობენ. თუ მესამე შემთხვევაში შეამჩნევენ, რომ უნებართვოდ ყიდის წამალს აფთიაქი ხურავენ, თუმცა ის იურიდიული პირი ხსნის ახალ შპს-ს და იწყებს ახლიდან საქმიანობას. ამ ტაბლეტების მიღების გამო გარდაიცვალა ათობით ადამიანი. რაც შეეხება აფთიაქებს, ნახალოვკაში, ჩემს გაშემო 6 აფთიაქია, სადაც იყიდება ეს წამლები. მე შემიძლია 30 აფთიაქი მარტო ჩუღურეთში გაჩვენოთ, სადაც წამლებს ურეცეპტოდ ყიდიან. მაინტერესებს, თუ არის რამე ღონისძიება  დაგეგმილი აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად", - ჰკითხა სინჯიკაშვილმა მინისტრს. 

დავით სერგეენკოს განცხადებით,  გარკვეული ტიპის აბებზე, რომლებიც "სააფთიაქო ნარკომანიაში" გამოიყენება, კვოტები დაწესდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრობის ნებართვის გარეშე, ქვეყანში განსაზღვრულზე მეტი აღნიშნული პრეპარატი ვერ შემოვა.  მინისტრის თქმით,  აღნიშნული აბები სრულად ვერ აიკრძალება, რადგან ისინი პაციენტებს სჭირდებათ. თუმცა, მომავალ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრო  საზოგადოებას ახალ გეგმას წარუდგენს, რომელიც ამ პრობლემას უფრო მეტად მოაგვარებს.

 "დღეის მდგომარეობით, გვაქვს 20-დან 25-მდე აფთიაქი, სადაც ასეთი არაკეთილსინდისიერი საქმიანობის რეციდივები შეინიშნება. სააფთიაქო, პირობითად, ნარკომანია ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ. პირველი, სააფთიაქო ინტრავენული ნარკომანია, როდესაც ინტრავენტულ ნარკოტიკებს ამზადებდნენ სხვადასხვა წამლებით და სინთეტიკური ნივთიერებებით. მეორე არის აბები. ინტრავენულს რაც შეეხება, ეს არის კრაკადილი, ვინტი, ჯეფი და ა.შ, რომელიც 95%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება აბებს, 2014 წლის რეფორმების შემდეგ მათი მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ბოლო თვეებში ზრდის ტენდენცია გაჩნდა, მაგრამ სისტემურ პრობლემას მაინც არ უბრუნდება. 

ორშაბათს სამინისტრო ჩამოაყალიბებს და წარმოადგენს გეგმას, რომელიც მომავალში რეალიზდება. თუმცა გიდასტურებთ, რომ დასახელებული აფთიაქებიდან ყველაზე არაკეთილსინდისიერი, არასწორი ქცევა მიიღებს თავის საკადრის პასუხს და მე ვფიქრობ, აბების ჯგუფშიც შევძლებთ ჩამოვიდეთ იმ ნიშნულზე, რაც ინტრავენტულის შემთხვევაშია, ანუ 95%-ზე უფრო ქვევით", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაცემა მხოლოდ თბილისში არ ხდება, ანალოგიური ვითარებაა სხვა ქალაქებშიც. ქუთაისში აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "ნიუპრესმა" რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა