უბისა-შორაპნის გზაზე დაშავებულს ოპერაცია ქუთაისში უტარდება
საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების მწარმოებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტი დაშავდა. 60-წლამდე მამაკაცს დეტონატორი აუფეთქდა.
დაშავებული გადაყვანილია ქუთაისის საავადმყოფოში, სადაც უტარდება გადაუდებელი ოპერაცია. მისი მდგომარეობა მძიმეა.
საავადმყოფოში იმყოფება იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი. მომხდარის შესახებ დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა


19:44
16:10
20:29
13:05
















