|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის „ახალგაზრდული ცენტრი“ ერთკვირიან საახალწლო პროგრამას ამზადებს

გალა კონცერტი, გამოფენა, საბალეტო და სპორტული ცეკვები- ქუთაისის „ახალგაზრდული ცენტრი“ თანაქალაქელებს ერთკვირიან საახალწლო პროგრამას სთავაზობს.

სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის ლადო მესხიშვილის თეატრის  მცირე სცენაზე  სპექტაკლი „კონკია“ დაიდგმება. ღონისძიება ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებისა და ქუთაისის „ახალგაზრდული ცენტრის“ ერთობლივი პროექტია.

 6 იანვარს ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში გაიმართება კონცერტი, სადაც საბალეტო, ვოკალური და სპორტული ცეკვების სკოლები, ასევე ჯგუფი "სამი ზნე" მიიღებენ მონაწილეობას. მესხიშვილის თეატრის ფოიეში კი  მოეწყობა გამოფენა სახელწოდებით „თეთრი შობა“.

 კვირეული 9 იანვარს  გალა კონცერტით დაიხურება, სოფო ტოროშელიძის, თინეიჯერთა ვოკალური და ქორეოგრაფიული სტუდის „ Teen club”-ისა და ელენე კალანდაძის მონაწილეობით.

ავტორი: მარუსა ხურციძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა