|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

საბანკო რეგულაციებში ცვლილებებს პრემიერი შესაძლებლად მიიჩნევს

3 თვის წინ საბანკო რეგულაციების ამოქმედებამ  გაცემული სესხები რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირდა. თვიდან თვემდე ბანკიდან სულ უფრო ცოტა თანხა გაიცემა, რაც ბიზნესსა და სამუშაო ადგილებზე პირდაპირ აისახება.

განვადების სერვისით სარგებლობა პრაქტიკულად შეუძლებელია, რის გამოც ავეჯისა და ელექტროტექნიკის რეალიზება თითქმის განახევრდა.

ქვეყნის პრემიერი მამუკა ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ გამკაცრებული საბანკო რეგულაციები ისევ შეამსუბუქონ. "ცოტა ვადროოთ ამ გადაწყვეტილებას და ბუნებრივია, თუ ციფრები იქნება ისეთი, რომ საჭიროებს დაკორექტირებას, ადამიანები, რომლებიც ამაზე პასუხისმგებლები არიან,  მიიღებენ ლოგიკურ გადაწყვეტილებას", -განაცხადა მამუკა ბახტაძემ "რუსთავი 2"-თან საუბარში.

პრემიერის მოლოდინის  მიუხედავად, კობა გვენეტაძის უწყება რეგულაციების გაუქმებას ამ ეტაპზე არ განიხილავს. ეროვნული ბანკის განმარტებით, ამ დროის მონაცემები მათი მოლოდინისგან საგრძნობლად არ განსხვავდება.

 

ავტორი: ნიუპრესი