|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საბავშვო ბაღების პედაგოგებს შრომა შეუმსუბუქდათ"

"ჩვენ გვინდა ყველა პედაგოგს ვუთხრათ, რომ ასეთი დამოკიდებულება აზარალებს ბავშვებს, ამიტომ ერთად, ვიზრუნოთ მომავალი თაობის კეთილდღეობაზე", - მიმართავს  ქუთაისის მერი შოთა მურღულია ბაგა-ბაღების გაფიცულ თანამშრომლებს.

როგორც მერიის პრესსამსახური აცხადებს, ქალაქის მერმა გუშინ სკოლამდელი დაწესებულების იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელფასის მომატების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს, განუმარტა, რომ 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია  დამატებით 300 ათასი ლარი, რაც სკოლამდელ დაწესებულებებში ხელფასების მომატებას გულისხმობს.

 მერიის წარმომადგენლობა აქვე აღნიშნავს, რომ საბავშვო ბაღების პედაგოგებს შრომა შეუმსუბუქდათ და ეს არ მომხდარა ხელფასების კლების ხარჯზე: "პირველი ცვლის პედაგოგებს შრომა შეუმსუბუქდათ. დაემატა მეორე ცვლის აღმზრდელები, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი ცვლის პედაგოგი მუშაობს 3 საათამდე და არა 6 საათამდე, როგორც ეს ადრე ხდებოდა. 35 საბავშვო ბაღში 309 მეორე ცვლის პედაგოგი დაემატა. მათი დაფინანსება წლის მანზილზე 648 900 ლარია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ბაგა-ბაღების დაფინანსება 2 790 000 ლარით გაიზარდა",-ნათქვამის მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.

  შეგახსენებთ, დღეს,  ქუთაისის ს #1, 13, 15 და 17 საბავშო ბაღების თანამშრომლები გაიფიცნენ.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა